XX საუკუნის 80-იან წლებში ევროპაში დაიბადა ფასდაკლებების ახალგაზრდული ბარათის შექმნის იდეა (ამ იდეის განხორციელება ხდებოდა ევროპის ექვს ქვეყანაში, თუმცა მხოლოდ ნაციონალურ დონეზე). იდეის განხორციელებაში ჩაერთო ევროპის ექვსი სახელმწიფოს ახალგაზრდული ორგანიზაცია და მათი მიზანი იყო ფასდაკლებების ქსელის შექმნა ისეთ სფეროებზე, როგორიცაა კულტურა, სპორტი, მოგზაურობა, ტრანსპორტი და საინფორმაციო ობიექტები.
ამის შემდეგ, ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ მოხდა ევროკავშირისათვის ამ პროექტის ინიცირება მისი სარგებლიანობის შესახებ, რაზეც მიიღეს თანხობა. შეიქმნა ბარათი EURO<26, რაც ახალგაზრდული ბარათების ევროპული ასოციაციის მიერ (EYCA) დასაბუთებული იქნა ლისაბონის პროტოკოლში, რის შემდეგაც ახალგაზრდული ბარათების და პროექტის განხორციელება დაიწყო ექვსივე ქვეყანაში.
1987 წლიდან ბარათის განვითარება დაიწყო და სხვადასხვა ქვეყანებში დღითიდღე მატულობდა ახალგაზრდების მოთხოვნილება მოცემულ ბარათზე, მატულობდა ასევე ფასდაკლებების ქსელში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა. დაინტერესდა ევროპის მრავალი ქვეყანა და გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილი.
1991 წელს ევროკავშირმა ხელი მოაწერა მხარეთა შორის შეთანხმებას ”EURO<26”-ის შესახებ და დაასაბუთა იგი,როგორც ევროპაში ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდამჭერ ინსტრუმენტი. 1992 წლის ნაციონალური ფასდაკლებების საქმიანობამ გავლენა იქონია ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის - ახალგაზრდული ბარათების ევროპული ასოციაციის (EYCA) ოფიციალურად ჩამოყალიბებაზე..
1993 წელს ასოციაციის შტაბ-ბინა შეიქმნა ამსტერდამში. 2004 წლიდან კი შტაბ-ბინა მდებარეობს ბუდაპეშტში.
ყოველდღიურად, ევროპის 41 ქვეყანაში, რომელთა რიცხვს საქართველოც მიემატა, 5 მილიონზე მეტი ახალგაზრდა სარგებლობს ახალგაზრდული ფასდაკლების ბარათით, რომელზეც გამოსახულია ”EURO<26"-ის ლოგო და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.
Thursday, May 21, 2009
Subscribe to:
Comments (Atom)